18 ოქტომბერი 2024,   09:19
ვრცლად
"აზრი მკითხა და დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო" - ზურაბ აბაშიძე კარასინთან საუბარზე

„საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ მოგვიანებით დამოუკიდებლად მიიღო" - აცხადებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

ზურაბ აბაშიძე "კიბერ კმარას" მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება, სადაც ის, სავარაუდოდ, გრიგორი კარასინს ესაუბრება.

აბაშიძემ განმარტა, რომ ჩანაწერში სკანდალური არაფერია, რადგან ახალი არ არის ის, რომ მას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელთან აქვს კომუნიკაცია.

"მან აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

 

დღის ამბები