"სი-ბი-ესთან" პრეზიდენტის ინტერვიუსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისას" დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება საქართველოს ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელია და განმარტებას საჭიროებს. სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ხუთი წელია რაც ვერ მოახერხა მის დონეზე შტატების პრეზიდენტთან ან ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი.
"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჩვენი სტრატეგიული ქვეყნის ხელმძღვანელობა, მთელი 5 წლის განმავლობაში ვერც კი იცლის არათუ შეხვედრისთვის, არამედ ერთი სატელეფონო ზარისთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტთან სასაუბროდ. ამ საკითხს სჭირდება პასუხები და განმარტებები - მართალია თუ არა ეს და რას ნიშნავს," - აცხადებს კონსერვატიული გაერთიანების "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.