05 ოქტომბერი 2024,   01:06
ვრცლად
უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა - დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები. განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.

გზის სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები. ამჟამად ეწყობა მიწისქვეშა კაბელ-არხები, რომელშიც საჰაერო სადენები განთავსდება.

მონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი და დაწყებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობა. პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით გზის დამცავი კედლები ეწყობა.

დღის ამბები