პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და მათი რიტორიკაც სწორედ ამას ემსახურება.
ბოჭორიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესს ხელს უშლიან, თუმცა ევროპელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რას აკეთებს ქვეყანა სტატუსის მისაღებად.
"მათი რიტორიკა და ქმედებები მიანიშნებს იმას, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, იმისთვის, რომ საქართველომ ვერ მიაღწიოს სტრატეგიულ მიზანს და წინ არ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე. მათი რიტორიკაც სწორედ ამას ემსახურება რომ როგორმე საქართველო დატოვონ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიღმა. საბედნიეროდ საქართველო უკვე არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი და დანარჩენი რაცხ ამ პროცესში მოხდება არის ის ეტაპები, რაც ჩვენმა ქვეყანამ უნდა გაიაროს. საბედნიეროდ ისინი დღეს არ არიან ხელისუფლებაში, რომელთაც ასე ძალიან აწუხებთ საქართველოს ევროპული მომავალი და საერთოდ არ სურთ საქართველოს ევროკავშირში ყოფნა," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.