თავდაცვის სამინისტროში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს უმასპინძლეს. გაფართოებულ შეხვედრაზე, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ქართულმა მხარემ კი აღნიშნა, რომ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში, სადამკვირვებლო მისიის როლი უმნიშვნელოვანესია.