20 აგვისტო 2026,   00:04
ვრცლად
სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაეცნო

სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაეცნო. გრიგოლ გიორგაძემ, ლოჯისტიკის ცენტრის ტერიტორია დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა- სადაც სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები განახლდა. ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სპორტული დარბაზი.

ქართველი სამხედროებისთვის, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. მიმდინარე წელს, 20 ახალი ობიექტი აშენდა, 50 კი გარემონტდა.

დღის ამბები