09 ივლისი 2024,   01:30
ვრცლად
ისრაელის პარლამენტში, ტერორისტების მიერ გადაღებული მასალის ნახვის შემდეგ, დეპუტატებს ექიმების დახმარება დასჭირდათ

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში, ტერორისტების მიერ გადაღებული მასალის ნახვის შემდეგ, დეპუტატებს ექიმების დახმარება დასჭირდათ.

43-წუთიან ვიდეომასალაში, უდანაშაულო კაცების, ქალების და ბავშვების წამება და მკვლელობა იყო ასახული, რომელიც ტერორისტებმა სხეულზე დამაგრებული კამერებით თავადვე გადაიღეს. კადრების ნახვის შემდეგ, დეპუტატებმა ემოციები ვერ შეიკავეს, საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც.

"ჰამასის" ტყვეობაში, ამ დრომდე 240-ზე მეტი ადამიანია. მათ არაფერი დაუშავებიათ, თუმცა უდანაშაულობა ტერორისტებისთვის არაფერს ნიშნავს.

"ჰამასი" ულტიმატუმს აყენებს და ტყვეების სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების, მათ შორის, ტერორისტების გათავისუფლებას ითხოვს.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია 

დღის ამბები