15 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
„დიდგორი 2023“-ის ფარგლებში, ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა

„დიდგორი 2023“-ის ფარგლებში, ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა - თავდაცვის უწყების ცნობით, სიმულაციური სცენარის მიხედვით შექმნილ კრიზისში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა კოორდინირებულად იმოქმედეს და ეფექტიანად შეასრულეს დასახული ამოცანა.

სწავლებაში თავდაცვის ძალების ახლად მოდერნიზებული იროკეზის ტიპის შვეულ მფრენი ჩაერთო. წვრთნაში მონაწილეობდა შსს-ს ტექნიკაც.

უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებას.

„დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება.

დღის ამბები