15 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
"მთავარი და ერთადერთი მესიჯი იქნება, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი" - რა მიზნით გაემგზავრა სალომე სამადაშვილი ბრიუსელში

რატომ იმყოფება ბრიუსელში დეპუტატი სალომე სამადაშვილი და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან - ამ კითხვებს დღეს მისმა თანაპარტიელმა, ირაკლი კუპრაძემ უპასუხა. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, სალომე სამადაშვილი ბრიუსელში კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერადაა და თან აქვს დოკუმენტი, რომელშიც ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია აფიქსირებს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მომხრეა.

"სალომე სამადაშვილი ამჟამად ბრიუსელშია. ეს იყო დიდი ხნის წინ დაგეგმილი ვიზიტი, რომელსაც თან ახლავს, მათ შორის, პარლამენტის წევრების მიერ ხელმოწერილი მნიშვნელოვანი დოკუმენტის წარდგენა ბრიუსელში, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის. ეს იქნება მთავარი და ერთადერთი მესიჯი, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ამ პროცესის მხარდასაჭერად იმყოფება სალომე სამადაშვილი. ასევე, მას აქვს სხვა ტიპის სამეცნიერო ვიზიტი, ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ჯგუფის აკადემიური საბჭოს წევრი, რომელიც პერიოდულად მართავს ბრიუსელში შესაბამის სამეცნიერო დისკუსიებსა და მიღებებს. ამ პროცესის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ სალომე სამადაშვილი, ამ პროცესის საკეთილდღეოდ და მხარდასაჭერად, გააჟღერებს ისეთ მესიჯებს, რომლებიც იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ," - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

დღის ამბები