15 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
"საზოგადოებისთვის ადვილად გასაგებია, რას უნდა ემსახურებოდეს ოპოზიციონერი ლიდერების ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე" - ნიკოლოზ სამხარაძე

ნათლად ჩანს ის კუდები, რომლებიც ოპოზიციას გამოუჩნდა - მათ ბოლო დროს რიტორიკა შეცვალეს, ოღონდ მხოლოდ რიტორიკის დონეზე და სინამდვილეში არ უხარიათ, რომ შესაძლოა, საქართველოსთან მიმართებით პოზიტიური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, 11 რეკომენდაცია ან სრულად ან მეტწილად არის შესრულებული, ხოლო ერთ რეკომენდაციაზე - დეპოლარიზაციაზე პროგრესი არ არის.

"3 სრულად შესრულებული რეკომენდაცია ნათქვამი იყო მაისის ინფორმაციაზე დაყრდნობით. დღეს უკვე ნოემბერია, ბევრი რამ გაკეთდა. ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ 11 რეკომენდაცია ან სრულად ან მეტწილად არის შესრულებული. ერთ რეკომენდაციაზე არ გვაქვს პროგრესი- ეს არის დეპოლარიზაცია,"-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას პოზიტიური მოლოდინი აქვს.

"ველოდებით, რომ ევროკომისიის დასკვნაში სრულად იქნება ასახული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ჰქონდა. რაც შეეხება პირობებს, ევროკავშირთან ურთიერთობები და ზოგადად, გაწევრიანების პროცესი მთლიანად პირობებთანაა დაკავშირებული, თუმცა არ ველი, რომ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პირობა გაჩნდეს იმიტომ, რომ ევროკავშირს ჩვენთვის არასდროს მოუთხოვია სანქციების დაწესება. კარგად ესმით ის ვითარება, რაშიც საქართველოა, ასევე კარგად ესმით ის ეკონომიკური კავშირები, რომელიც საქართველოს აქვს რუსეთთან (ვაჭრობას ვგულისხმობ), ასევე იციან, რა ტიპის პროდუქცია გადის საქართველოდან რუსეთში - ესაა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რაც თვითონ ევროკავშირს არ აქვს სანქცირებული რუსეთთან ვაჭრობაში.

ნათლად ჩანს ის კუდები, რომლებიც ოპოზიციას გამოუჩნდა. მათ ბოლო დროს რიტორიკა შეცვალეს, ოღონდ მხოლოდ რიტორიკის დონეზე, სინამდვილეში, მათ არ უხარიათ, რომ შესაძლოა საქართველოსთან მიმართებით პოზიტიური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ახლა ცდილობენ, რაღაც ისეთი თემები წამოწიონ წინ, რომელიც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო. თუმცა ვფიქრობ, ამით ისინი საკუთარ თავს აზიანებენ,""განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება ბრიუსელში, ოპოზიციონერების, მათ შორის "ლელოს" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის მიმდინარე ვიზიტს, სამხარაძე ამბობს, რომ ადვილად გასაგებია, რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს ვიზიტი.

“ოპოზიციონერი ლიდერების ვიზიტი ერთი დღით ადრე რას უნდა ემსახურებოდეს, მგონი საზოგადოებისთვის ადვილად გასაგებია, მითუმეტეს იმ ოპოზიციონერების ვიზიტები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში თავისი ნაბიჯებით ეწინააღმდეგებოდნენ რეკომენდაციების შესრულებას,"- განაცხადა სამხარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები