პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარტიული კინკლაობისთვის, კირბალთან მომხდარი ტრაგედიის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ქვეყნის ოკუპაცია არის უბედურება, რომელიც მთელ ქვეყანას უნდა აერთიანებდეს.
"არ შეიძლება ამ ტრაგედიის რაღაც პარტიული კინკლაობისთვის გამოყენება. ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ეს არის ტრაგედია. ქვეყნის ოკუპაცია არის უბედურება, რომელიც მთელ ქვეყანას უნდა აერთიანებდეს. არაფრის დიდებით არ შეიძლება, რომ ვინმემ ეს შიდაპარტიული ბრძოლის ინსტრუმენტად და მექანიზმად გამოიყენოს. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების პირობებში, არაერთი ქართველია მოკლული იგივე მოცემულობაში. ეს ოკუპაცია გრძელდება, ჩვენ მოგვისმენია ახლანდელი ხელისუფლების მიმართ იმ ადამიანების ბრალდებები, რომელთა ხელისუფლების პირობებშიც პრეზიდენტი, ლაოსში ჩადიოდა და დემონსტრაციულად ხვდებოდა რუსეთს მოქალაქეებს საქართველოში", - განაცხადა სარჯველაძემ.