15 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი 7 ნოემბრის მოვლენებზე: ეს იყო არა მარტო ერთი კონკრეტული მიტინგის, არამედ საქართველოს დარბევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ "ეს იყო არა ერთი კონკრეტული მიტინგის, არამედ საქართველოს დარბევა".

"7 ნოემბერი იყო, ალბათ, კრებსითი გამოხატულება იმისა, თუ რა ძალადობრივი რეჟიმი და მმართველობა დაამყარა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც, თითქოსდა, მოვიდა დემოკრატიის სახელით. 7 ნოემბერი იყო უსასტიკესი დარბევა მიტინგისა, რომელიც, თავისი სისასტიკით, ალბათ, 9 აპრილის მოვლენების შემდეგ, უპრეცედენტო იყო საქართველოს ისტორიაში. ეს იყო არა მარტო ერთი კონკრეტული მიტინგის, არამედ საქართველოს დარბევა,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა. გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე აქციის დარბევა დაიწყეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე, რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დაარბიეს.

დღის მეორე ნახევარში, აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა. 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და "იმედში" შეჭრის საქმეზე ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

დღის ამბები