15 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურმა წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრები გამართეს

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურმა წარმომადგენლებმა, პარლამენტში შეხვედრები გამართეს.

დირკ შუბელის, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ხელმძღვანელობით, დელეგაცია შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ დისკუსია წარიმართა სტატუსის მოლოდინზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს როლზე, როგორც შუამავალ სახელმწიფოზე. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შუალედურ დასკვნამდე მართავენ შეხვედრას.

"გვქონდა საუბარი ჩვენს მოლოდინებზე ევროკავშირის ანგარიშთან დაკავშირებით, თუმცა უფრო მეტი კონცენტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოს როლზე უსაფრთხოების გაძლიერების მხრივ რეგიონში, ამ საკითხებზე გვქონდა მსჯელობა. ყველას გვაქვს იმედი, რომ ხვალ იქნება პოზიტიური შეფასება," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დელეგატებმა შეხვედრა გამართეს ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

დღის ამბები