15 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
"შეწყდეს რუსეთის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო ყოფნა" - საფრანგეთის ელჩი საქართველოში

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლასა და კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ეხმაურება.

შერაზ გასრი რუსეთის საოკუპაციო ძალებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები.

"ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს დაკავებული მოქალაქე და შეწყდეს რუსეთის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო ყოფნა", - აცხადებს ელჩი.

დღის ამბები