15 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
"საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს თავის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, რუსეთის ბოროტი ქმედებების დასასრულებლად“ - გერმანიის ელჩი საქართველოში

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლასა და კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას ეხმაურება გერმანიის ელჩი საქართველოში.

პიტერ ფიშერის თქმით, საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს საერთაშორისო პარტნიორებს.

"გერმანიის მთავრობის სახელით, გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რომელიც განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას. საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს თავის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, რუსეთის ბოროტი ქმედებების დასასრულებლად", - წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი.

 

დღის ამბები