15 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
ძალიან კეთილად მოგვექცნენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები - იაგო ხვიჩია ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

"გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროპელი პარტნიორები საქართველოს ძალიან კეთილად მოექცნენ.

ხვიჩიას თქმით, იმ გარემოებების გათვალისწინებით რაც საქართველოშია ევროპელი პარტნიორების მიმართ, მხოლოდ მადლობა გვეთქმის.

"ძალიან კეთილად მოგვექცნენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. მიუხედავად ჩვენი ბევრი ნაკლოვანებებისა რომელიც გაგვაჩნია, გვითხრეს, რომ კარი ღიაა და მოდი ახლა ცოტა უკეთესები გახდით, საკუთარ თავს მიხედეთ, რაღაცების გაკეთება ისწავლეთ და საბოლოო ჯამში, შემოგიშვებთ საკუთარ ოჯახში. მგონია, რომ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რა გარემოებებშიც მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი, მხოლოდ მადლობა გვეთქმის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, დღეს, ევროკომისიამ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. განცხადება, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გააკეთა.  

დღის ამბები