15 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
თუ ახლა არ სჭირდება პრეზიდენტს ნებართვა, რატომ სჭირდებოდა წარსულში - თინათინ ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტზე

საქართველოს პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს, საფრანგეთში ვიზიტის ნებართვისთვის არ მიუმართავს. პრეზიდენტის უცხოური ვოიაჟები ისევ შეფასებების საკითხია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

"როდესაც ეს ვიზიტი შედგება, დაადასტურებს იმას, რომ სამართლებრივი ნონსენსი იყო. რეალურად არანაირი სამართლებრივი მდგენელი არ არსებობდა. თუ ახლა არ სჭირდება პრეზიდენტს ნებართვა, რატომ სჭირდებოდა წარსულში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

 

 

დღის ამბები