პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ეს ევროკომისიის შეფასების დოკუმენტებმაც დაადასტურა.
დავითულიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შეფასების დოკუმენტების მიხედვით დასტურდება, რომ 12 რეკომენდაციიდან საქართველოს ხელისუფლება 9 რეკომენდაციას მაინც ასრულებდა ძალიან წარმატებით.
"ოპოზიციის ნაწილი ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუსრულებია არც ერთი რეკომენდაცია. 120 გვერდიანი დოკუმენტი მოჰყვა შეფასებას და ამ 120 დოკუმენტში, ნახევარი არის საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შეფასება და ეს უკვე ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება იმ 12 რეკომენდაციიდან 9-ს მაინც ასრულებდა ძალიან წარმატებით. რაც შეეხება დათქმებს, რა დათქმა სჭირდება იმას, რომ არჩევნები უნდა არასოდეს დემოკრატიულად და თავისუფლად. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მზაობა გვაქვს, ამ ნორმების შემუშავებაზე ევროკავშირთან ვიმუშავებთ და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციაც ჩაერთვება", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.