ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება. რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება.
"ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ევროპარლამენტის წევრსაც, შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებები, გამოხატოს ის, მაგრამ არსებობს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები და, როგორც უკვე ვნახეთ, ევროკომისიამ გამოსცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ აღასრულოს ქართველი ხალხის ისტორიული ნება. ჩვენ აქამდეც მოვედით ისე დაბალანსებული და გონივრული პოლიტიკით, რომ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭების თაობაზე და მომავალშიც, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ყველა ნაბიჯის გადადგმას, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე,“ - აცხადებს რატი ბრეგაძე.