პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ ინტერვიუს ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ ახსნან, თუ რა იგულისხმა პრეზიდენტმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინს შორის ტოლობის ნიშანი არ დაუსვამს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გაცხადებული, დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოცემულობაში, აქცენტი არის ვლადიმერ პუტინზე, რომელიც არის ომის დამნაშავე, მათ შორის, აგვისტოს ომთან მიმართებაში და ტოლობის ნიშანი დასმული არ არის მათ შორის," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვაზე - იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და, ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ, მისი შინაგანი რწმენით, ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.