15 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
"ვიმედოვნებთ, ავსტრია გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე წარმატებით გადასასვლელად" - შალვა პაპუაშვილი ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

"ვიმედოვნებთ, რომ ავსტრია გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, რათა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე წარმატებით გადავიდეთ,"- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტთან, კლაუდია არპასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიესალმება იმ წარმატებულ პროექტებს, რომელთაც ავსტრიის განვითარების სააგენტო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში ახორციელებს.

"მადლობელი ვართ, რომ ავსტრია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია. ასევე, უაღრესად ვაფასებთ საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ ავსტრიის მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, რომ ავსტრია გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, რათა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე წარმატებით გადავიდეთ. მივესალმებით ავსტრიის განვითარების სააგენტოს მრავალწლიან ჩართულობას საქართველოში, ვაფასებთ წარმატებულ პროექტებს სოფლის მეურნეობის ადა გარემოს დაცვის სფეროებში და მოხარულები ვართ, რომ საქართველო პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები