15 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
უნდათ, რომ ევროინტეგრაციას - საქართველოსთვის პოზიტიურ სვლას, შეუშალონ ხელი - მამუკა მდინარაძე ხაზარაძის განცხადებაზე

პოლიტიკური დისკუსიის საგანია მამუკა ხაზარაძის ინტერვიუ. შტატებში ვიზიტის შემდეგ, ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს ლელოს ლიდერმა სანქცირების საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ არ სურს, ვინმე დასანქცირებული იხილოს, თუმცა როდესაც ლაპარაკია ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე, ყველა მეთოდი მისასალმებელია. საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებაზე, რაც "ქართული ოცნების" მხრიდან მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა - მმართველი გუნდი მამუკა ხაზარაძეს ფულის გათეთრების ბრალდებას ახსენებს.

მმართველი გუნდის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება ქვეყნისთვის "ევროინტეგრაციის პოზიტიურ გზაზე ფეხის დადებას ჰგავს, რათა წაგაქციონ".

"მათ უნდათ, რომ ევროინტეგრაციას, ამ საქართველოსთვის პოზიტიურ სვლას, შეუშალონ ხელი. როდესაც ლობისტებს უკვეთენ საქართველოს დასანქცირებას, როდესაც მამუკა ხაზარაძე ამერიკაში დადის და ამის შემდეგ აკეთებს ქვეცნობიერიდან წამოსროლილ განცხადებას, რომ სანქციები უნდა დაეწვესო საქართველოს მოქალაქეებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პოზიტიურ გზაზე ფეხი უნდა დაგიდონ და, რამენაირად, წაგაქციონ. საბედნიეროდ, არ ვიქცევით, ეს არის ყველაზე კარგი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები