დღეს მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან მიმართებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არ ასახავს ქვეყნის გაცხადებულ პოზიციას.
"თუნდაც ფორმალურმა პრეზიდენტმა იმდენი უნდა გააკეთოს, რომ არ გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომლის უკან წაღებაც და ბოდიში, ჯერ მთავრობას და მერე თვითონაც მოუწიოს... თუ გულისხმობს რუსეთის პრეზიდენტს უნდა დააკონკრეტოს, როდესაც ერთ კონტექსტში ლაპარაკობ, მერე უკან მაინც უნდა წაიღო, ეს ერთი მხრივ პოზიტივია. ბოდიშების მოხდა საკუთარ სიტყვებზე არ უნდა გიწევდეს. მერე არ უნდა ბრაზდებოდე რატომ არ გიშვებენ სადღაც, ასეთი წამოცდენები თუ გაქვს, რა პრეზიდენტობაზე გაქვს პრეტენზია, მაშინ უნდა ადგეს და გადადგეს, ან გაჩუმდეს, რომ მერე მთელ ქვეყანას არ გაუხადოს საბოდიშოდ საქმე,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
ფრანგი ჟურნალისტის კითხვაზე - იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ, მისი შინაგანი რწმენით, ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. პრეზიდენტის ამ პოზიციას "ქართული ოცნება" მალევე გაემიჯნა, გუშინ პრემიერ-მინისტრიც შეხვდა ელჩს და, ამ განცხადების გამო, სინანული გამოთქვა