საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი "ხალხის ძალას" მიუძღვის.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ოპოზიციის გეგმები:
"კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის სწორედ ჩვენ - „ხალხის ძალას“, ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ოპოზიციის გეგმები, კერძოდ, გეგმა, რომ ისინი შეძლებდნენ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლას და იმედი, რომ შეიძლება რაიმე შედეგს მიაღწიონ რაიმე ტიპის არჩევნებში. ამიტომ, ახლა აქვთ ახალი ნარატივი, რომელსაც ყველა ოპოზიციონერი ერთხმად იმეორებს - რამენაირად, საარჩევნო ბარიერი 5-დან 2 %-მდე დაიწიოს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი.