09 ივლისი 2024,   01:19
ვრცლად
საფრანგეთი, ჩვენს რეგიონში ახალი ომების გასაჩაღებლად, ნიადაგს ამზადებს - ილჰამ ალიევი

საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ამჟამინდელ კოლონიებში, არამედ, ამავე დროს, ჩვენს რეგიონში - სამხრეთ კავკასიაში, სადაც ის მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს, - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.

მისივე თქმით, ოფიციალური პარიზი მილიტარისტულ პოლიტიკას ატარებს და სომხეთს აიარაღებს.

"საფრანგეთი ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას, აიარაღებს სომხეთს, ხელს უწყობს რევანშისტულ ძალებს სომხეთში და ამზადებს ნიადაგს ახალი ომების გასაჩაღებლად ჩვენს რეგიონში. ამავე დროს, საფრანგეთი ბოროტად იყენებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსს თავისი მიკერძოებული პოლიტიკის გასატარებლად", - განაცხადა ალიევმა.

დღის ამბები