09 ივლისი 2024,   01:28
ვრცლად
ღაზაში, ჯანმო-ს თანამშრომელი 6 თვის შვილთან, მეუღლესთან და ძმებთან ერთად დაიღუპა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ღაზაში, ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელი ოჯახთან ერთად დაიღუპა.

როგორც ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სოციალურ ქსელში დაწერა, დიმა ალჰაჩი თავის 6 თვის შვილთან, მეუღლესთან და ორ ძმასთან ერთად, მაშინ დაიღუპა, როდესაც ერთ-ერთ შენობას აფარებდა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ამავე შენობაში მყოფი კიდევ 60-მდე ადამიანი. 

„სიტყვები არ მაქვს ჩვენი მწუხარების აღსაწერად. ეს საშინელება უნდა დასრულდეს", - დაწერა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სოციალურ ქსელ X-ში.

დღის ამბები