21 დეკემბერი 2024,   18:31
ვრცლად
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

ახლად რეაბილიტირებულ უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა. სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 ნახევარი კილომეტრის გზის სავალ ნაწილს, სადაც რამდენიმეფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი.

დამონტაჟდა თანამედროვე ლედ სანათები. დაიხაზა ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები. სრულდება ტროტუარების მოწყობის სამუშაოები.

გზის უსაფრთხოებისთვის, გარკვეულ ადგილებში ფერდის დამცავი კედლები მოეწყო. სამუშაოები, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით დაფინანსდა, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ შეამოწმა.

დღის ამბები