ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოკლული, 43 წლის ლაშა გუჯეჯიანია, რომელიც თავდამსხმელთან მეგობრობდა.
"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე თავდამსხმელმა მას შეხვედრა და საუბარი სთხოვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავდამსხმელმა ლაშა გუჯეჯიანის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ გაისროლა, ის ადგილზე დაიღუპა.
ცხედარი ამ წუთებში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა, მკვლელობაში ბრალდებული 1984 წელს დაბადებული პირი, ცხელ კვალზე დააკავა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის,განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.