01 ივლისი 2024,   13:35
ვრცლად
ევროკავშირი იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს

ევროკავშირი იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

გაზეთის რესპოდენტების თქმით, მარიო დრაგის ნამდვილად აქვს შანსი გახდეს ევროპული საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, შარლ მიშელის მემკვიდრე. ამას გარდა, ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატებიც გამოჩნდებიან.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ეს ასევე დამოკიდებულია ევროპული არჩევნების შედეგებზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე სხვა კანდიდატებს შორის არიან ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრები პედრო სანჩესი და დანიის პრემიერი, მეტე ფრედერიკ-სენი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, დროებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახდება, ვინაიდან 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ უნგრეთი იქნება.

დღის ამბები