29 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოსამზადებლად ევროპას ვადა სამიდან ხუთ წლამდე აქვს - კაია კალასი

რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოსამზადებლად, ევროპას ვადა სამიდან ხუთ წლამდე აქვს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა "თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა.

კალასი ესტონეთის დაზვერვის შეფასებას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, რუსეთს, უკრაინასთან ჰიპოთეტური ზავის შემთხვევაში, სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება, რათა განაახლოს სამხედრო საფრთხე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, რათა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს და რუსეთს ჩამოართვას შესაძლებლობა, დაემუქროს მეზობლებს.

დღის ამბები