08 ოქტომბერი 2024,   23:31
ვრცლად
კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს

კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში ოლქის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს.

პირველ ადგილზეა პარტია ერთად დამოუკიდებლობა, რომელმაც ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში 135-დან 66 მანდატი მოიპოვა. 10 ადგილს იკავებს მემარცხენეების პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ერთობის კანდიდატურაც. ეს პარტიაც ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფას უჭრს მხარს.

რეგიონის პრემიერმა ბარსელონაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს გამარჯვება მათ საშუალებას აძლევს წელიწადნახევარში კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადონ.

ესპანეთის ოლქის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ ზღვარს მიაღწია. არჩევნებში მონაწილეობა რეგიონის მოსახლეობის 76-მა პროცენტმა მიიღო.

დღის ამბები