08 ოქტომბერი 2024,   23:18
ვრცლად
რომის პაპმა ფილადელფიაში მესა ჩაატარა - ცერემონიას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო

რომის პაპმა შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ისტორიული ვიზიტის ბოლო დღეს კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ფილადელფიაში, ღია ცის ქვეშ, მესა ჩაატარა, რომელსაც მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა მორწმუნეებს ოჯახის ერთიანობისა და სიყვარულის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

მესას ჩატარებამდე პაპმა ფრანცისკემ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან ერთად ილოცა და განაცხადა, რომ მოძალადე სასულიერო პირები დაუსჯელები არ დარჩებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები