01 ივლისი 2024,   13:36
ვრცლად
სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ სომხეთის უკანასკნელ შეთავაზებაზე აზერბაიჯანს პასუხი ჯერ არ გაუცია - სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთს აზერბაიჯანის მხრიდან ჯერ არ მიუღია პასუხი სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით 4 იანვარს გაგზავნილ შეთავაზებებზე, - ამის შესახებ მედიას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განუცხადა.

"პირისპირ მოლაპარაკებების გარეშე, ერევანი და ბაქო აგრძელებენ წინადადებების გაცვლას სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხზე. 25 დეკემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის მხრიდან წინადადებები მიიღო, 10 დღეზე ნაკლებ დროში კი აზერბაიჯანულ მხარეს სომხეთის შესაბამისი წინადადებები გადაეცა. ბაქოს ბოლო წინადადებების მიღების შემდეგ, ერევანმა განაცხადა, რომ მასში გარკვეული რეგრესი შეინიშნება“, - წერს სომხური მედია.

დასავლეთი მხარეებს გრძელვადიანი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისკენ მოუწოდებს. "ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი" - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი.

დღის ამბები