16 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ოპოზიციის რადიკალურად დაბალი რეიტინგები შემთხვევითი არაა - ეს სწორედ მათი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობიდან გამომდინარეობს - რატი იონათამიშვილი

ოპოზიციის რადიკალურად დაბალი რეიტინგები შემთხვევითი არაა. ეს არის დამსახურებული სწორედ მათი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, - აცხადებს ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციის უმთავრესი მიზანი შემდეგ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვაა.

„ფაქტია, რომ ასეთი სუსტი ოპოზიცია საქართველოს არ ჰყოლია. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის ოპოზიციაში უნდა ჩადგნენ. შესაბამისად, ის მათი რადიკალურად დაბალი რეიტინგები შემთხვევითი არაა. ეს არის დამსახურებული სწორედ მათი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე. ერთადერთი, რაზეც ახლა ისინი ფიქრობენ, არის ის, როგორმე გადალაგდნენ ისე, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. სხვა მიზანი და ამოცანა მომდევნო არჩევნებზე, როგორც ჩანს, მათ არ გააჩნიათ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

დღის ამბები