29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბის 8500 მეტრი უკვე გაჭრილია

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბის 8500 მეტრი უკვე გაჭრილია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.

"პარალელურად, მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანა, სადაც 6800 მეტრი არის გაბურღული და მისასვლელი გზების მშენებლობა. ქვეშეთი-კობის პროექტის პროექტის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები