29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
"ვადების სიმცირის მიუხედავად, სამუშაოები საკმაოდ ხარისხიანად და სწრაფად დასრულდა" - წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა

წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მათ შორის - წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. გზის ერთ მხარეს დასრულებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, მეორე მხარეს სამუშაო გრძელდება. დარჩენილია ტროტუარების მოწყობა და გამწვანება. სამუშაოები მარტში დასრულდება.

გიორგი თავართქილაძის განცხადებით, სამუშაოები, 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა.

"ჩვენ სამუშაოებში ჩავერთეთ დაახლოებით 15 იანვარს. ჩვენი მონაკვეთი იყო სტანისლავის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე, კილომეტრიანი მონაკვეთი იყო, სადაც სრულად მოხდა მარჯვენა მხარის სტაბილიზაცია, რეციკლირება, სამი ფენა ასფალტის დაგება, ჭების ამოწევა, ბორდიურების ჩასხმა, კუნძულების მოწყობა და მეორე მხარეს ზედაფენის დაგება. დღეს მოძრაობა, ამ მონაკვეთზე, სრულად გახსნილია და წერეთლის გამზირზეც. ვადების სიმცირის მიუხედავად, საკმაოდ ხარისხიანად და სწრაფად მოხდა, 24 საათიან რეჟიმში, ამ ობიექტის დასრულება", - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.

კომპანია "პარმას" დირექტორი დავით თოფურიას განცხადებით, კომპანიამ შეძლო და ვადებში ჩაეტია.

"შ.პ.ს "პარმა" ცაბაძის მოედნიდან გვეტაძის გვეტაძის ქუჩამდე მოიხსნა საფუძველი, გაკეთდა სტაბილიზაცია, გრუნტის მერე რეციკლირება დაიგო სამი ფენა ასფალტი. ვადებში ჩავეტიეთ, 30-ში დავასრულეთ სამუშაოები", - განაცხადა დავით თოფურიამ.

დღის ამბები