ბრიუსელში, სამიტის პარალელურად, ფერმერები აქციას მართავენ. გაზრდილი ბიუროკრატია, იაფი იმპორტირებული პროდუქტები, ევროკავშირის გარემოსდაცვითი ახალი პოლიტიკა - ეს ის საკითხებია, რის მოგვარებასაც ბელგიელი ფერმერები მთავრობისგან მოითხოვენ.
მომიტინგეების თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.