29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
გუდაური სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს

გუდაური სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს. სპორტული შეჯიბრება ხვალ და ზეგ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გაიმართება.

ტურნირში მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

17 ქვეყნის 90 სპორტსმენი საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებს და პირდაპირი ტრანსლაცია 15-მდე ქვეყანაში გადაიცემა. 

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, "მთის ტრასების სააგენტოსა" და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

 

 

 

დღის ამბები