29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
კანის, ვენეციისა და ბერლინის ფესტივალების პრიზების მფლობელი ქართველი რეჟისორის რეტროსპექტივა ეროვნულ არქივში - ოთარ იოსელიანის 90 წლის იუბილე

კანის, ვენეციისა და ბერლინის ფესტივალების პრიზების მფლობელი ქართველი რეჟისორის რეტროსპექტივა ეროვნულ არქივში - ოთარ იოსელიანის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 3 დღის განმავლობაში არქივის კინოთეატრში, ევროპაში აღიარებული რეჟისორის ხუთ ციფრულად რესტავრირებულ ფილმს აჩვენებენ.

"იყო შაშვი მგალობელი“, "პასტორალი“, "მთვარის ფავორიტები“, "გიორგობისთვე“, "და იქმნა ნათელი“ - ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომლებიც ოთარ იოსელიანმა 61 წლიანი შემოქმედების განმავლობაში გადაიღო და მილიონობით მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. ცნობილი რეჟისორის ნამუშევრების ციფრული რესტავრაცია საფრანგეთში განხორციელდა, გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე კი იოსელიანმა საქართველოს ეროვნულ არქივს 21 დოკუმენტური და მხატვრული ფილმი გადასცა.

დღის ამბები