29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
საქართველო საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრში - გუდაური მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს

საქართველოს სპორტის ზამთრის სახეობების მსოფლიო რუკაზე - გუდაური ისტორიაში პირველად "სნოუბორდ კროსის" დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს. შეჯიბრში, რომელიც ზამთრის კურორტზე დღეს გაიხსნა 17 ქვეყნის 90 სპორტსმენი მონაწილეობს, პირდაპირ ეთერში კი მსოფლიო მედია გიგანტი ევროსპორტი გადასცემს. 

ტურნირი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება და პირდაპირ ეთერში 15-მდე ქვეყანაში გადაიცემა. საორგანიზაციო პროცესში მონაწილეობას, შეჯიბრის დირექტორი უვე ბეიერი და ტექნიკური დელეგატი ლუკაშ ლიგოცკი იღებენ.

მსოფლიო თასის ეტაპის გათამაშების პარალელურად, გუდარუში დღეს ახალი ფესტივალი დაიწყო. "გიზ-გიზი" ასე ჰქვია სამდღიან ღონისძიებას, რომელსაც მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოქცეული მთის კურორტი უმასპინძლებს. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდები ზრუნავდნენ.

დამსვენებლებსა და სპორტსმენებს დღეიდან გუდაურში ქართული სამზარეულო, ევროპული კერძები და სხვადასხვა გასართობი აქტივობა დახვდათ. მოწყობილია ზამთრის გასართობი სოფლები. ფესტივალი გუდაურის შემდეგ 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე და 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება.

2023 წელს ბაკურიანში წარმატებით ჩატარებული მსოფლიო თასის შემდეგ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოში მსოფლიო თასის ეტაპები ყოველწლიურად გაიმართება. გუდაურისთვის ეს ტურნირი სადებიუტოა. 10–11 თებერვალს კი - ბაკურიანი რიგით მესამე მსოფლიოს თასის ეტაპს ფრისკის დისციპლინაში უმასპინძლებს.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი, თეო ცუცქირიძე

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები