29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა იემენში "ჰუსიტების" წინააღმდეგ დარტყმების მორიგი სერია განახორციელეს

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში "ჰუსიტების" წინააღმდეგ დარტყმების მორიგი სერია განახორციელეს. BBC-ის ცნობით, შეტევა 13 ადგილას 36 სამიზნეზე მოხდა. მედიის ცნობით, ეს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში "ჰუსიტების" წინააღმდეგ იერიშების მესამე სერიაა. მიზეზი, წითელ ზღვაში ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის, ხომალდებზე თავდასხმა იყო.

ამერიკის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ეს არის პასუხი "ჰუსიტების" უკანონო, საშიშ და დესტაბილიზაციურ ქმედებებზე." პენტაგონის ცნობით, დაბომბილია იარაღის საწყობები, სარაკეტო, გამშვები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე რადარები. განადგურებულია სანაპიროზე მდებარე დრონების მართვის ცენტრიც.

დღის ამბები