29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

ჩილეში, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს. სტიქია ვალპარაისოს რეგიონში მძვინვარებს და დასახლებებს საფრთხეს უქმნის. დამწვარია 1100-ზე მეტი სახლი.

ეროვნული სატყეო უწყების ცნობით, დამწვარია რვა ათას ჰექტარზე მეტი. მეხანძრეები ხანძრის ათობით კერას ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.

დღის ამბები