29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა გეგმავს, მომავალ კვირას კენჭი უყაროს ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის საკითხის გარეშე

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა გეგმავს, მომავალ კვირას კენჭი უყაროს ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის საკითხის გარეშე. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი წერს, ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის თქმით, ეს საჭიროა, რომ ისრაელმა, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, დახმარება დროულად მიიღოს. სპიკერის განცხადებით, მექსიკის საზღვართან დაკავშირებული უკრაინისა და ისრაელის დახმარებების ერთობლივი პაკეტის განხილვის დრო არ არის.

კანონპროექტი ითვალისწინებს 17,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ისრაელის სამხედრო დახმარებისთვის და რეგიონში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებისთვის.

დღის ამბები