29 ივნისი 2024,   11:32
ვრცლად
ნამიბიის პრეზიდენტი ჰეიგ გეინგობი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნამიბიის პრეზიდენტი ჰეიგ გეინგობი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყნის ლიდერი დედაქალაქის ერთ-ერთ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, სადაც სამედიცინო დახმარებას იღებდა. ინფორმაცია პრეზიდენტის X-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გეინგობს იანვარში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

მისი ოფისის ცნობით, პრეზიდენტი გასულ ოთხშაბათს დაბრუნდა შეერთებული შტატებიდან, სადაც გამოკვლევებს იტარებდა.

დღის ამბები