საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას, ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.
“ეს კანონი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებებისთვისა და კანონის უზენაესობისთვის საქართველოში.
ეს კანონი გამიზნულია, რომ შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს მედიასაშუალებების, უფლებადამცველების, და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე, იმ მიზნით, რომ ჩაახშოს მათი ხმები,"- ნათქვამია განცხადებაში.
36 ხელმომწერს შორის 25 - ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.