01 ივლისი 2024,   14:57
ვრცლად
6 დაღუპული, 15 დაშავებული - ღაზაში საცხოვრებელ სახლებზე ისრაელის ძალების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ღაზაში საცხოვრებელ სახლებზე ისრაელის ძალების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. თავდასხმის შედეგად დაშავდა 15 მშვიდობიანი მოქალაქე.

გაერო-ს მონაცემებით, ღაზაში ისრაელის ახალი ოპერაციის შედეგად 60 000-მა ადამიანმა საცხოვრებელი იძულებით დატოვა. გაერო-ს პალესტინელი დევნილების სააგენტოს განცხადებით, კონფლიქტის ზონაში მოსახლეობა განადგურებულ სახლებში და კარვების ქალაქებში ცხოვრობს. ჰუმანიტარულ ბანაკებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ლპობის გამო დევნილებს ეპიდემიების გავრცელების მზარდი საფრთხე ემუქრებათ.

დღის ამბები