29 სექტემბერი 2024,   03:04
ვრცლად
საჭიროა გადატვირთვა, ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას - ზელენსკი ზალუჟნის შესაძლო გადაყენებაზე

უკრაინის პრეზიდენტი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საჭიროა ახალი დასაწყისი.

"საჭიროა გადატვირთვა, ახალი დასაწყისი, ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას", - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განცხადა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის არმიის მთავარსარდალი, შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ, ერთი კვირის წინ გავრცელდა.

ამავე დროს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამბობს, რომ ვაშინგტონი უკრაინის ხელისუფლების საკადრო გადაწყვეტილებებში არ ჩაერევა.

"უკრაინისა და უკრაინის პრეზიდენტის სუვერენული უფლებაა, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა ვალერი ზალუჟნისთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.

დღის ამბები