29 სექტემბერი 2024,   03:01
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში  ვიზიტს იწყებს დღეიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - ვიზიტის პრიორიტეტად ღაზაში ჰუმანიტარული საკითხების განხილვა სახელდება

ისრაელის სახმელეთო ოპერაცია გრძელდება, ღაზას სექტორი ისევ დაბომბვის ობიექტია.
პალესტინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ე.წ. "უსაფრთხო სახლებსა" და მეჩეთზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.

ახლო აღმოსავლეთში  ვიზიტს იწყებს დღეიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ოფიციალური ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ისრაელს, ეგვიპტეს, კატარს, საუდის არაბეთსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა. ვიზიტის პრიორიტეტად, ღაზაში ჰუმანიტარული საკითხების განხილვა სახელდება.

ამავე დრო,ს იორდანიამ და ჰოლანდიამ ღაზის ჩრდილოეთით, საავადმყოფოსთან ახლოს, პირველადი საჭიროების ნივთები მედიკამენტებთან ერთად პარაშუტებით ჩაუშვეს.

წითელ ზღვასა და ადენის ყურეში საერთაშორისო გემებზე თავდასხმების გამო იემენში ჰუსიტებზე მორიგი იერიშები მიიტანეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.

დღის ამბები