29 სექტემბერი 2024,   03:02
ვრცლად
დუბლინში ხანძრის შედეგად მოხუცთა თავშესაფრის ყოფილი შენობა დაიწვა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

დუბლინში ხანძრის შედეგად მოხუცთა ყოფილი თავშესაფარი დაიწვა. ცეცხლი შენობას გამთენიისას გაუჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო მანქანა და 40-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რამდენიმე დღის წინ თავშესაფართან დემონსტრაციები იყო. შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი წმინდა ბრიჯიდის მოხუცთა სახლში ლტოლვილები შეასახლეს და ამ ფაქტს აპროტესტებდნენ.

არის თუ არა დემონსტრაციები ხანძართან კავშირში - ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

დღის ამბები