08 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის დემარშს გამოეხმაურა

ვლადიმერ პუტინმა კომენტარი მისი სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტის დემარშზეც გააკეთა. მისი თქმით, დარბაზში პეტრე პოროშენკოს არყოფნა არ შეუმჩნევია. ხოლო უკრაინის დელეგაციას ურჩია პირადი ამბიციების გამომჟღავნებისგან თავი შეიკავონ.

ეს განცხადება მან რუსულ მედიასთან გააკეთა. პუტინის მიმართ პროტესტის ნიშნად, გაეროს მთავარი დარბაზი უკრაინის დელეგაციამ სრული შემადგენლობით დატოვა, მანამდე კი დარბაზში უკრაინის დაცხრილული დროშა გაშალეს.

უკრაინამ ამით კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთის პრეზიდენტსა და მთელ მსოფლიოს დონბასში მიმდინარე მოვლენები.

დღის ამბები